geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის წარმომადგენლები ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, თსუ ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და აკადემიურ პერსონალთან ერთად ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმს ეწვია. სტუმრობისას მათ კასპის მერთან ვახტანგ მაისურაძესთან ერთად მუზეუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

 

„კულტურის სამინისტროსა და მინისტრის თიკა რუხაძის ჩართულობით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო, რომელიც მოიცავს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას. ასეთი კულტურული ძეგლები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს რეგიონებისთვის. ივანე ჯავახიშვილს უყვარდა ხოვლეში ყოფნა და მისი მრავალი მნიშვნელოვანი ნაშრომი სწორედ აქ შეიქმნა. ბუნებრივია, ამ ადგილმა უნდა შეასრულოს საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქცია,“ - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

 

ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი 2025 წელს დაიწყო და მას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება 2027 წლისთვის.

თარიღი: 22/04/2026